Thursday, 15 May 2014
Thursday, 8 May 2014
გამოიცანი ჩემი ასაკი!!!
ბაღში სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ბავშვები შეიკრიბნენ: წითელქუდა, ბურატინო, მუმია, ბაბაიაგა და ნაცარქექია; პერსონაჟების ასაკი არის: 7, 40, 100, 105 და 505.
ამასთან, ვიცით რომ:
- წითელქუდას წლოვანება კენტი რიცხვით გამოისახება;
- ბურატინოს ასაკი სამნიშნა რიცხვია;
- მუმია დაახლოებით 400 წლით დიდია ბაბაიაგაზე.
რამდენი წლისაა ნაცარქექია?
Thursday, 1 May 2014
მწვანე მონასტერი
მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა
მონასტერიბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელისმოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ.XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.
აღდგომა
აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4
აპრილსა და 8 მაისსშორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
Subscribe to:
Comments (Atom)

.jpg)



